აშშ რუსეთს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რომელიც ხანძრისგან დაზარალებულებს მოხმარდება. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ ქროულმა განაცხადა.
ამავდროულად, რუსეთში იმყოფებიან ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მუსაობენ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სატელეფონი საუბრის შემდეგ, ამერიკელი სპეციალისტები სწავლობენ თუ რა სახის დამხარების აღმოჩენაა შესაძლებელი რუსული მხარისთვის.
ქროულმა ასევე განმარტა, რომ რუსეთის დატოვების გადაწყვეტილებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და აშშ-ს მოქალქეები იღებენ დამოუკიდებლად და ეს პროცესი უკავშირდება შექმნილ ვითარებას და მას არავითირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის 22 რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა ქვეყანას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. რიგ რეგიონში, მათ შორის მოსკოვის მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 52 ადამიანი, დამწვარია 1.9 ათასი სახლი, თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი 3.5 ათასი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები