“ევროპული საქართველო“ RMG GOLD-ის საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება სერგო რატიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „აუცილებელია და ღირსების საქმეა, რომ RMG GOLD-ის და ასევე ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები გამოძიებული იყოს“.
“აუცილებელია, პარლამენტმა დაიწყოს საგამოძიებო მოქმედება და შეიქმნას კომისია. უკვე მერამდენე წელია, სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს მოვლენები უნდა იყოს გამოძიებული, რასაც პარლამენტი არ აკეთებს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
პარტიის ლიდერებმა დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც გამართეს.