საქართველოს სს მინისტრი, ვიცე პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მუშაობა ყველა მიმართულებით აქვს ადწყებული. მათ შორის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩათვლით.
ამის შესახებ განცხადება ჯანელიძემ დღეს პარლამენტში ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სხდომაზე ოპოზიცია დაინტერესდა თუ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ხელისუფლება რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგავს.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მუშაობა ყველა დონეზე ინტენსიურად მიმდინარეობს და ის ამ საკითხზე კვირის ბოლოს დანიაში ევროპის საბჭოს მინისტრთა შეხვედრაზეც ისაუბრებს.
„ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს ყველა დონეზე. ყველა საერთაშორისო ორგანზიაციის ჩათვლით. პარლამენტის ჩართულობით და ასევე მთავრობის წევრების აქტიური მონაწილეობით. აღასანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო ამზადებს სარჩელს და ეს არის ის სამართლებრივი გზა, რომლითაც რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ მკვლელობაზე. მოგეხსენებათ რომ ასევე უპრეცენდენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში და რუსეთი აღიარებულ იქნა კონტროლის განმახორციელებლად და პასუხისმგებელ ძალად ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევაზე“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და ხაზი გაუსვა, რომ კვირის ბოლოს ევროსაბჭოს მინისტრებთან შეხვედრაზე მას ამ საკითხზე მნიშვნელოვანი საუბარი ექნება.