„რუსთაველზე ევროპული იდეა მარცხდებოდა, როცა დემონსტრაციას არბევდნენ ხელკეტებით, კლავდნენ და აბსოლუტური გაუგებრობა იყო ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით“ - ასეთია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის პასუხი ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვასთან დაკავშირებით. სადაც ის დაინტერესდა მინისტრის პოზიციით ბოლო დღეებში რუსთაველის გამზორზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
სალომე სამადაშვილმა ამ კითხვით, მიხეილ ჯანელიძეს დღეს პარლამენტში ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, სადაც ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისათვის საგზაო რუკის კონცეფცია განიხილება.
სს მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა და ეს პოლიტიკა სულ უფრო უმჯობესდება.
„რუსთაველზე ევროპული იედა მარცხდებოდა, როცა დემონსტრანტებს არბევდნენ ხელკეტებით, კლავდნენ და როცა აბსოლუტური გაუგებრობა იყო ქვეყნის შიგნით თავისუფალი აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით. დღეს როცა სქართველომ აჩვენა დემოკრატიული განვითარების მაგალითის ძალიან მაღალი სტანდარტი, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის კუთხით. მე მიმაჩნია, რომ კვირას აბსოლუტურად დაცული იყო ყველა დემონსტრანტის უფლება და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება მომავალში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.