„შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წარმოადგენს სრულ ინფორმაციას, რამ განაპირობა ღამის კლუბებში შესვლა და როგორ ჩატარდა ოპერაცია,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, შს მინისტრის პარლამენტში მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უკვე მიაწოდა, თუმცა, მიიჩნევს, რომ რადგან კითხვები კიდევ არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
“ყველა დეტალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გვექნება. ამის შემდეგ შესაძლოა, გაჩნდეს კითხვები. ამასთან ვიტყოდი, რომ რა სიტუაციასაც ვაანალიზებ და ვუყურებ, ვფიქრობ, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მისცა. ოპოზიციას აქვს დამატებითი კითხვები, ხედვები და ამ ხედვების გაზიარებაც არ იქნება ურიგო,“ - აცხადებს გია ვოლსკი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შს მინისტრის პარლამენტში მოსმენა ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე მიმდინარე კვრის ბოლომდე გაიმართება.