16,17 და 18 მაისს რეგიონულ ჰოსპიტალში ნერვკუნთოვანი დაავადებების და მიოგრაფიული კვლევის თეორიული და პრაქტიკული კურსი ჩატარდება. კურსის მიზანია ნერვკუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტირების და მართვის გაუმჯობესება საქართველოში.
სემინარს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ნევროლოგიური სამსახურის უფროსი, ქალაქ უნას ჰოსპიტლის ნევროლოგიური განყოფილების დირექტორი - ზაზა ქაცარავა ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ხელმძღვანელობს.
სპეციალურად აღნიშნული სემინარისთვის საქართველოს ეწვევა გერმანიის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების ნევროლოგები, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ჩაატარებენ, სადაც განხილული იქნება ნერვ-კუნთოვანი დაავადებების გავრცელებული და იშვიათი ფორმების შემთხვევები, დიაგნოსტირებისა და შემდგომი მართვის საერთაშორისო სტანდარტები.
3 დღიან სამუშაო შეხვედრას საქართველოში მოღვაწე ქართველი ნევროლოგები დაესწრებიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობის პროცესში.
(R)