საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან საპარლამენტო ფორმატში შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება.ამის შესახებ განცადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საბოლოო პოზიცია დეტალების განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდება.
„ვიდრე დეტალებს საბოლოოდ არ გავივლით, მე მაქვს გარკვეული წინასწარი განწყობა. ჩვენ გვქონდა, ბუნებრივია, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან და მან განმარტა მიზეზები ამ სპეცოპერაციის, კონკრეტულად ფორმის, ასე ვთქვათ, შერჩევის მიზეზები და ა.შ. თუმცა, ვიდრე დეტალებს არ განვიხილავთ, მანამდე, ბუნებრივია, საბოლოო პოზიციას ჩვენ ვერ ჩამოვიყალიბებთ. მე მაქვს წინასწარი პოზიცია, რომელიც უკვე დავაფიქსირე. საბოლოოდ, ჩვენი პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც ყველა დეტალს განვიხილავთ,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ფორმას, ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ამ დღეებში გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ჰუმანური სახით მოქმედებს და ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ განიცადა“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის მთავარი პრინციპია ის, რომ კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ეს მიდგომა ხელისუფლებამ სათანადოდ წარმოაჩინა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის უფლების დაცვა, მათ შორის გამოხატვის უფლების დაცვა. როგორც არ უნდა მოგვწონდეს ანარ მოგვწონდეს ჩვენ ესა თუ ის მოსაზრება, ესა თუ ის ქმედება ამა თუ იმ ადამიანის, ჩვენთვის მთავარი პრინციპი არის ის, რომ კონსტიტუციითგარანტირებული ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული და ეს მიდგომა სათანადოდ წარმოაჩინა ხელისუფლებამ, აღმასრულებელმახელისუფლებამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.