„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა - მთავარი ამოცანა არის ის, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში, ამოცანა არის ის, რომ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, ზოგადად, ამ სფეროში და ამ პრინციპებს დაეფუძნება კანონპროექტი,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა ინტენსიურად გრძელდება და უმრავლესობის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არსებობს პოზიციების შეჯერების რესურსი. “ჩვენ გვინდა, რომ თვის ბოლომდე, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უკვე მოვამზადოთ კანონპროექტი, დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი, რაც გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ სესიის ბოლომდე, ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ უკვე კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას,” - აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, მთავარი ამოცანა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების შემცირება და ამ სფეროში ჰუმანური პოლიტიკის გატარებაა და კანონპროექტი ამ პრინციპებს დაეფუძნება. „ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ზოგადი პრინციპები. მთავარი ამოცანა არის ის, რომ შემცირდეს ნარკომოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში. ამოცანა არის ის, რომ ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს, ზოგადად, ამ სფეროში და ამ პრინციპებს დაუფუძნება კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს ჩვენს მიერ. კიდევ ერთხელ, არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, ასევე არსებობს პოზიციების შეჯერების რესურსი და ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ,” - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მარიხუანის ლეგალიზებას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ესეც ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე უნდა გაიმართოს მსჯელობა და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.