თეირანი არ არის მზად ვაშინგტონთან ორმხრივი ურთიერთობები აწარმოოს, თუმცა მზადაა აშშ-სთან საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტის თავისეული მიდგომები განიხილოს. ეს გაცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა რამინ მეხმანპარასტმა გააკეთა.
მისი თქმით, ირანს არ აქვს საფუძველი მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში აწარმოოს. "ჩვენ თანამიმდევრული ვართ ლოგიკისა და დიალოგის პრინციპისა და ყოველთვის ვამბობდით, რომ ირანელი ერის უფლებების დამკვიდრებისათვის მზად ვართ ჩვენი ქვეყანა, ერი და მისი ინტერესები დავიცვათ", _ აცხადებს მეჰმანპარასტი.
ირანის პრეზიდენტის წინადადების კომენტირებისას, რომელშიც მაჰმუდ აჰმადინეჯადი აშშ-ს პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ "ირანელი ხალხის უფლებების დამკვიდრებისათვის, ირანი მზადაა ჟურნალისტების თანდასწრებით განიხილოს მსოფლიო პრობლემების გადაჭრის ლოგიკური მიდგომები".