რუსი სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირა მოსკოვში გამძვინვარებული სიცხეებისათვის ბოლო იქნება. მათი პროგნოზით სიცხეს მალე ძლიერი წვიმები და ქარი შეცვლის.
დღეს მოსკოვში + 37 გრადუსს ელიან, რუსეთის ჰიდრომეტცენტრის ინფორმაციით, ამ ღამით მოსკოვში + 24 გრადუსი იქნება.
ამას გარდა, მოსკოველი სინოპტიკოსები ასევე ელიან იმას, რომ მალე მოსკოვის თავზე შეგროვილი კვამლიც გაიფანტება. ამ ცვლილებებს სინოპტიკოსები 11 დან 15 აგვისტომდე ელიან. ამ დროს მათი ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა + 22 გრადუსამდე დაიწევს.