აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა პენტაგონისგან მოითხოვა უახლოესი 5 წლის განმავლობაში 100 მილიარდი დოლარის ეკონომიის გაწევა.
გამოთავისუფლებული თანხები გამოყენებული იქნება შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნაროანობის ასამაღლებლად. კერძოდ, მდივანმა მოითხოვა უწყების თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება, ასევე გენერლებისა და ადმირალაბის საშტაბო თანამდებობების შექმნის შეწყვეტა და გაერთიანებული ძალების სარდლობის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს გაუქმება, რომლის საშტატო ერთეული 5 ათასს ითვლის.
"თუ კი პენტაგონი ამჟამად არ განახორციელებს აღნიშნულ რეფორმას მაშინ უახლოეს მომავალში ამას კანონმდებლები მოითხოვენ და მაშინ "ქამრის შემოჭერის" პროცედურა უფრო მტკივნეული იქნება განაცხადა", გეიტსმა.
ექსპერტების განცხადებით, თავფდაცვის მდივანი ცდილობს შეამციროს ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც თავდაცვის მექანიზმის საქმიანობას აფერხებს. ისინი მიიჩნევენ, რომ გეიტსმა საკმაოდ რთული ამოცანა დაისახა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს თავდაცვის უწყების ხარჯების ზრდა 2001 წლის 11 სექტმებრის შემდეგ განხორციელდა. ამჟამად პენტაგონის ბიუჯეტი ირანისა და ავღანეთის კამპანიების გარეშე 530 მილიარდი დოლარია.