რუსეთის მმართველი ტანდემის დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმერ პუტინის რეიტინგი დაბლა ეცემა, რუსეთის მოქალაქეები მათდამი ნდობას სულ უფრო და უფრო ნაკლებად გამოხატავენ. სოციოლოგიური გამოკვლევის ასეთი შედეგები ფონდ "საზოგადოებრივი აზრს" მოჰყავს.
ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მედვედევისადმი ნდობა გამოკითხულთა 56 % აქვს, მაშინ როდესაც 18 ოქტომბერს ჩატარებული გამოკითხვით მისი ნდობა რუსეთის მოქალაქეთა 62 % ჰქონდა.
ასევე გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი რომლებიც მედვედევს არ ენდობიან - 11 % დან ამ მაჩვენებელმა 14 % მიაღწია.
ანალოგიური მდგომარეობაა ვლადიმერ პუტინის შემთხვევაშიც - ამჟამად მას გამოკითხულ რუსეთის მოქალაქეთა 66 % ენდობა, მაშინ როდესაც ადრე ეს ციფრი 72 % უდრიდა. პუტინს გამოკითხულთა 12 % აღარ ენდობა საერთოდ.
რუსეთის ხელისუფლებისადმი ნდობის დაკარგვის შესახებ მეტყველებს ასევე "ლევადა-ცენტრის" მიე ჩატარებული კვლევის შედეგებიც. მათი მონაცემებით ამჟამად ამ ტანდემს 72 % ენდობა - მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი სექტემბერში სამი პროცენტით მეტი იყო.
ვლადიმერ პუტინის ყოფნას ქვეყნის პრემიერის თანამდებობაზე ამჟამად 78 % ამართლებს, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 81 % უდრიდა.
გამოკითხულთა 24 % თავის უთანხმოებას გამოხატავს მედვედევის ქმედებებთან დაკავშირებით, 20 % კი პუტინის ქმედებებთან დაკავშირებით.