ძლიერი ქარის და მაღალი ტემპერატურის გამო, ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის ტყეში გაჩენილი ცეცხლის კერების ლიკვიდირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა ამ ეტაპზე აწყურში მდგომარეობა სტაბილურია და ხანძრის ჩაქრობა სავარაუდოდ რამდენიმე დღეში მოხერხდება, თუ სიცხე არ გაძლიერდება.
რეგიონში საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრი მუშაობს. მობილიზებული რჩება საჰაერო ტექნიკა. გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ტყეში გზები შეჰყავთ, რაც ცეცხლის ხელით ჩაქრობის სამუშაო პროცესს გაადვილებს.
ახალი კერები არ დაფიქსირებულა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში. ამ დროისთვის ქარი ახალციხიდან აწყურისკენ უბერავს, რის გამოც სოფელი წნისი, კრიოხი და კლდე კვამლით არის დაფარული. მიმდინარეობს ღია კერების ლოკალიზება. ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობა და 500 მოსახლისეც მონაწილეობს, რომლეთაც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი დაემატა.
ხანძარი აწყურის ტყეში 4 აგვისტოს გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით აწყურსა და ბორჯომში დაახლოებით 25 ჰექტარი ტყეა დამწვარი.