გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვში 449 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 4.9 ჯერ მეტია სხვა წლების ნებისმიერ დღესთან შედარებით. ივლისში გარდაცვილთა რაოდენობამ 5 ათას 155 ადამიანი შეადგინა.
"მოსკოველებს მაღალი სიცხე და კვამლი კლავს. მორგები სავსეა ცხედრებით, სასაფლაოებზე რიგებია", _ წერენ რუსული ინტერნეტგამოცემები.
სტატისტიკის მიხედვით, 1-15 ივლისს მოსკოვში 1560 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა გასული თვის მეორე ნახევარში, ბოლო 140 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი სიცხეების გამო, გარდაცვლილთა რაოდენობამ 3595 ადამიანი შეადგინა.
ამ მხრივ, ყველა სახის რეკორდი 8 აგვისტოს მოიხსნა _ გარდაიცვალა 449 ადამიანი. ასეთი სტატისტიკის შენარჩუნების შემთხვევაში ერთ თვეში გარდაცვლილთა რაოდენობამ, შესაძლოა, 13 ათასი ადამიანი შეადგინოს.
მოსოკოვის ერთ-ერთი სასწრაფოი დახმარების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხელისუფლება გარდაცვლილთა რაოდენობას ასაიდუმლოებს _ აგვისტოს რვა დღეში 2213 ადამიანი გარდაცვლილი.
მოსკოვის #57-ე მორგში აცხადებენ, რომ ცხედრების რაოდენობა 5-6-ჯერ გაიზარდა. მხოლოდ დღეს ამ განყოფილებაში 12 ცხედარია შეტანილი.