რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა შესძლო თავიდან აეცილებინა ხანძრის გაჩენა ურალში ქალაქ სნეჟინსკთან, სადაც განლაგებულია რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ბირთვული ცენტრი.
ამჟამად სნეჟინსკთან მიმდინარეობს 24 საათიანი მორიგეობა რათა არ მოხდეს ტყეში გაჩენილი ხანძრის გავრცელება და საფრთხე არ შეექმნას ბირთვულ ცენტრს.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ ასევე შესაძლებელი გახდა ქალაქ სვაროვის ბირთვულ ცენტრთან ხანძრის გავრცელების ლიკვიდაცია.