რუსეთში ხანძარი სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე ვრცელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ხანძარი 179 ათას 595,5 ჰექტარი ფართობიდან 193 ათას 516,4 ჰექტარამდე გაიზარდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციატა სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის ქვეყანაში 853 ხანძრის კერაა დაფიქსირებული, მათ შორის 32 ტორფის კერა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩამქრალია 244 კერა, ხოლო წარმოქმნილია 290.
ხანძრების ჩასაქრობად მობილიზებულია 161 876 ადამიანი, 26 384 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 56 მფრინავი საშუალება.