მოსკოვს დასავლელი დიპლომატები ტოვებენ. კერძოდ, კვამლისა და ნამწვის სუნის გამო საელჩო და საკონსულო განყოფილება დახურა გერმანიამ.
დიპლომატიური კორპუსის ნაწილი გაიწვია ავსტრიამ, პოლონეთმა და კანადამ.
აშშ-ს, საფრანგეთის, ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების საელჩოები მოუწოდებენ თავიანთა მოქალაქეებს რუსეთის რეგიონებში გასვლისგან თავი შეიკავონ.
მოსკოვის ცენტრში მხედველობა ასე მეტრამდეა შეზღუდული. ქალაქში ნამწვის მძიმე სუნია შენარჩუნებული, რის გამოც მოსკოველები ქუჩებში ნიღბებით დადიან.
ჰარში მავნე ნივთიერების კონცენტრაციამ 3-5-ჯერ გადააჭარბა დასაშვებ ზღვარს.
სპეციალისტების განმარტებით არსებული ვითარება მოსკოვში სამშაბათამდე შენარჩუნდება.