გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვის შემოგარენში მდებარე წყალსაცავებში ორი ადამიანი დაიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სულ საბანაო სეზონის დაწყების შემდეგ, რომელიც მოსკოვში 1-ლი ივნისიდან დაიწყო, მედიკოსთა მონაცემებით, დამხრჩვალია 201 ადამიანი.
აღნიშნული მონაცემი გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემს სამჯერ აღემატება.