ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდა აშშ-ს მთავარ საფრთხედ რჩება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში, რომელიც ტერორიზმის პრობლემებს ეძღვნება.
მოხსენების მიხედვით, ალ-ქაიდას მთავარი ძალები კონცენტრირებულია პაკისტანში, იემენში და ასევე აფრიკულ რეგიონებში.
დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის მიერ აღნიშნულ ორგანიზაციასთან წარმატებული ბრძოლის მიუხედავად იგი აღმოჩნდა "ადვილად შემგუებელი" ორგანიზაცია, რომელიც ავრცელებს თავის გავლენას და მედგრად ეწინააღმდეგება მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს.
ორგანიზაცია აქტიურად ამზადებს ბოევიკების აშშ-ს წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განსახორციელებლად.
მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია თავის რიგებში ახალი წევრების მიღებას აგრძელებს. ბოლო პერიოდში კი სულ უფრო მეტად შეიმჩნევა მასში ამერიკელი მოქალაქეების გაწევრიანება.
როგორც წინა მოხსენებაში, ამჯერადაც ალ-ქაიდას მთავარ ხელშეწყობ ქვეყნად ირანი სახელდება. ასევე მის მხარდამჭერებად და დამფინანსებლად დასახელებულია კუბა სუდანი და სირია.