აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიისწრაფის, რომ მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე იყოს, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების მიერ იაპონიის ქალაქ ხიროსიმას ატომური დამომბვის 65 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს პირველად იაპონიაში აშშ-ს ელჩი მონაწილეობას მიიღებს ამ თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-მ იაპონიის კუნძულ ხიროსიმაზე ურანის ბობმი ჩამოაგდო, რამაც 12 კვადრატულ კილომეტრზე დაანგრია და ფერფლად აქცია 60 % ზე მეტი შენობები და ნაგებობები.
ატომური დაბომბვის შედეგად დაიღუპა 240 ათასი ადამიანი, ხოლო ზიანი მიადგა 163 ათას ადამიანს.
გადარჩენილი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაავადდა ლეიკემიით, პლასტიკური ანემიით და სხვადასახვა სახის დავაადებებით.
დღეისთვისაც ქალაქში კიბოთი დავადებულთა რაოდენობა 10 ჯერ აღემატება მთლიანად იაპონიაში დავადებულთა რაოდენობას.
1945 წლის 9 აგვისტოს აშშ-მ 5 ტობნიანი ბომბი ჩამოაგდო ნაგასაკიზე რის შედეგადადაც 73 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 ათასი სხვადასხვა დავადებებმა იმსხვერპლა.
ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვა კაცობიოობის ისტორიაში პირველი და ჯერჯერობით ბოლო შემთხვევაა.