კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 54 წლის მამაკაცი მოკლეს.
მოკლულს ბლაგვი საგნით თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე სასიკვდილო დაზიანებები აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.