მოსკოველებს ექიმები მძიმე კვამლისა და სიცხის გამო ქალაქის დატოვებას და ქალაქგარეთ გასვლას ურჩევენ.
"თუ შეგიძლიათ შვებულების აღება ქალიდან აუცილებლად გადით, თუნდაც მოსკოვის სიახლოვეს, მაგრამ არა იმ ტერიტორიაზე სადაც ხანძარია გაჩენილი", - ასეთი რეკომენდაცია რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებთ ფედერაციის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ მისცა.
ამასთან, ონიშენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ხანძრისგან გამოწვეული კვამლისგან სასუნთქი გზები დაზიანების თავიდან აცლიების მიზნით ნიღაბები გამოყენონ, ასევე ქუჩაში გამოსვლას მაქსიმალურად მოერიდონ.
"აუცილებელია რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოთ, ასევე აუცილებელია შხაპის ხშირი მიღება, სახის ხშირად დაბანა, მულტივიტამინების დალევა, რაც შეხება საკვებს - მეტი მცენარეული საკვები მიღეთ და ნაკლები ცილები. განსაკუთრებული ყურადღება და ყველა რეკომენდაციის შესრულებს ევალებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკული დავადები აწუხებთ", - აცხადებს ონიშენკო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მაღლი სიცხის გამო ხანძრის ასობით კერაა გაჩენილი.