ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი ტემპერატურის გამო გასულ კვირას 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უკანასკნელი კვირის განმავლობაში ტემპერატურამ 30 გრადუს გადაჭარბა ქვეყნის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში, რის გამოც სიცხეს ის ადამიანები ემსხვერპლენ, ვისაც კონდიციონერის შეძენის საშუალება არ ჰქონდა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი სიცხეების კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, რის გამოც ყველა ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლება სასმელ წყალს არიგებს, ასევე შექმნილია "გაგრილების ცენტრები" სადაც კონდიციონერებიანი ოთახებია და ყველას, ვისაც სახლში გაგრილების საშუალება არ აქვს შეუძლია ცენტრში დაისვენოს.