რუსეთის ფედერაციის მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, დღეს ტემპერატურის 40 გრადუსამდე მატებას ელოდებიან.
"დღეს, 22:00 საათამდე მოსკოვში და მის რაიონებში ძლიერი სიცხეებია მოსალოდნელი. მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში 37-39 გრადუსი, ხოლო მის შემოგარენში 35-40 გრადუსია მოსალოდნელი", - აცხადებენ სინოპტიკოსები.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მაღლი სიცხის გამო ხანძრის ათასამდე კერაა. კვამლის სუნიმოსკოვის მეტროსადგურებშიც იგრძნობა, ხოლო ცეცხლის გამონაბოლქვისგან გამოწვეული ნისლის გამო ქუჩებში ავტომანქანები ანთებული ფარებით მოძრაობენ. სპეციალისტები მოსკოველებს ქალაქის დატოვებას ურჩევენ.