ცნობილ მომღერალ ვაიკლეფ ჯინის გადაწყვეტილი აქვს ჰაიტის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. ამის შესახებ მომღერალმა "ლარი კინგის შოუში" სტუმრობისას განაცხადა. ვაიკლეფ ჯინის განცხადებით, მას უკვე მომზადებული აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი, იმისათვის, რომ ჰაიტის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ცნობისათვის ვაიკლეფ ჯინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამა წლის იანვარში, ჰაიტიში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს, დაზარალებულ მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა და შესაბამის ფონდში დიდი თანხაც შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ ვაიკლეფ ჯინი წარმოშობით ჰაიტიდანაა. თავის დროზე იგი ცნობილი ამერიკული ჯგუფის The Fugees-ის წევრი იყო. ამჟამად, მომღერალი სოლო კარიერითაა დაკავებული