ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტზე მაჰმუდ აჰმადინეჯადზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ლიბანის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯერ ჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ირანის პრეზიდენტი ცოცხალია.
მათივე ინფორმაციით, წყარომ ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს ინფორმაცია დაადასტურა.
ტელეარხ "ალ-არაბიას" ინფორმაციით, უცნობმა პირმა პრეზიდენტის კორტეჟს ბომბი ესროლა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. უცნობი ადამიანი დაკავებულია. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ არ ვრცელდება.