რუსეთის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მხოლოდ მიმდინარე კვირას 45 ათასი ჰექტარია დამწვარი. ხანძარი მოდებულია 17 რეგიონში, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. სულ ამ დროისათვის დაფიქსირებულია ხანძრიის 800 კერა მათ შორის 12 ტორფის კერაა.
გუშინ ხანძრის შედეგად ზიანი მიადგა რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების ავიატექნიკურ ბაზას.
მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა ქალაქ საროვში შესძლეს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტალური ფიზიკის ბირთვული ცენტრი მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საროვში ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური ბრონირებული მატარებელი იქნა გამოყენებული. ასევე ხანძარა აქრობდნენ მი-8 და მი-26 ტიპის ვერტმფრენები და საგაგნეგო სიტუაციათა სამინისტროს 4 თვითმფრინავი.
სულ გასული დღე-ღამის განმავლობაში ცენტრალური ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრიტრებული ხანძრის 162 ახალი კერა, მათ შორის ბრიასკის მხარეში -6, ვლადიმირის მხარეში - 11, ვორონესში -9, ივანოვსკის მხარეში -3, კალუგის -5, კოსტრომის -4, ლიპეცკის 2, მოსკოვის -55, ორლოვსკის -1, რეაზანის - 8, სმოლენსკის - 1, ტამბოვის - 4, ტვერის -12, იაროსლავის -5 და ა.შ. სულ ხანძრი გუშინ 8 ათას ჰექტარზე გავრცელდა.