რუსეთის ტყეებში გაჩენილმა ხანძარმა მოსკოვამდე მიაღწია. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან ნამწვის სუნი უკვე მეტროშიც იგრძნობა.
აღსანიშნავია, რომ ნამწვის სუნი მნიშვნელოვნად იგრძნობა მოსკოვის ცენტრშიც, რის გამოც ქუჩებში ადამიანები ნიღბებით გამოჩდნენ.
განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა მეტროპოლიტენის ხაზებზე და მეტროპოლირენის ადმინისტრაციის განმარტებით ნამწვის სუნთან ბრძოლა ფაქტობრივად შეუძებელი იქნება.
ძლიერი კვამლის გამო მოსკვის ცენტრში და ჩრდილო დასავლეთში მხედველობა 300 მეტრამდეა შეზღუდული. ავტომანქანები ანთებული ფარებით მოძრაობენ. ჯერჯერობით შეუფერხებლად მუშაობენ აეროპორტები, რადგან ვნუკოვოსა და შერემეტეოში მხეველობა 1000 მეტრია.
საგანგებო სიტუაციათა სამინისტრის ინფორმაციით, დილის 8 საათისათვის მოსკოვის გარეუბნებში დაფიქსირებულია ხანძრის 30 ახალი კერა, რომელიც 160 ჰექრატზეა გავრცელებული. მაშველები 17 ტყის და 13 ტორფის ხანძარზე საუბრობენ. ტორფზე ხანძარი მოდებულია 27,55 ჰექტარზე.