ორი ქვეყნის საზღვართან ისრაელისა და ლიბანის ჯარებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ლიბანის შესაბამისი სტრუქტურების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათმა ჯარებმა ისარელის ჯარისკაცებს მას შემდეგ ესროლეს, რაც ამ უკანასკნელებმა ლიბანის საზღვარი გადაკვეთეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხრეთ ლიბანში განლაგებული გაეროს სამშვიდო ძალები მხარეებს "მაქსიმალური თავშეკავებისკენ" მოუწოდებენ.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, მათი სამხედროები საკუთარ საზღვარზე მუშაოდნენ, როცა ლიბანელი მესაზღვრეებისგან ტერიტორიის დატოვების შესახებ გაფრთხილების შეტყობინება მიიღეს.
"ამის შემდეგ, მათ ჩვენი მიმართულებით ისროლეს. დაიჭრა ორი ჯარისკაცი", - განაცხადა ისარელის ოფიციალურმა პირმა.
სროლების შედეგად, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცნობისათვის, ინციდენტს წინ სახვადსხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია უსწრებდა, რომლის მიხედვითაც ისრაელისა და იორდანიის ტერიტორიაზე ლიბანის მხრიდან რაკეტა იქნა გასროლილი.