"სამუშაო სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებთან შეთანხმებით და მათი ზედამხედველობით მიმდინარეობდა, ვინაიდან საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებშიც, ისტორიული ძეგლები და მით უმეტეს ისეთი, როგორიც ბაგრატი და ატენია, ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშაა. ეს ტაძრები იუნესკოს დაცვის სიაშიც შედის", _ აღნიშნულია განცხადებაში.
რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, სპატრიარქოს პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაო, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც.
"აღნიშნულმა კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს არსებული სიტუაცია და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სამუშაოს გაგრძელებასთან დაკავშირებით", _ აღნიშნულია განცხადებაში.