საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 14:45 საათზე დაფიქსირდა.
მისი ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან დასავლეთით, სოფელ გამარჯვებიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.