საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი კახეთში ახალი სასტუმრო Akhasheni Wine Resort გახსნა.
სასტუმრო კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.
Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.
სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.
„ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.
პროექტი KTW-ჯგუფს („კახური ტრადიციული მეღვინეობა“) ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.