ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს.
ბავშვი პოლიეთილენის პარკში ფიფიების ოჯახმა იპოვა.
ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.