მსოფლიოში პირველად, 24 მარტს, ავსტრალიიდან ევროპაში პირველი პირდაპირი, უწყვეტი, რეისი განხორციელდება . ავიაკომპანია Qantas-ის Boeing 787-9 Drealiner-ი პერტადან აფრინდება და 17 საათიანი ფრენის შემდეგ ლონდონში დაჯდება.
ახალი მარშრუტი რიგით მესამე იქნება მსოფლიოს ყველაზე გრძელს მარშრუტებს შორის, თუმც ყველაზე გრძელი Dreamliner-ის ტიპის თვითმფრინავისათვის.
ავსტრალიიდან ლონდონის მიმართულებით Qantas-მა ფრენები 1947 წლიდან დაიწყო და ამ მანძილის დაფარვას 4 დღე ანდომებდა და დროდადრო 9 წერტილში ახდენდა დაფრენას. ბილეთი კი 1000 დოლარი ღირდა.
თუმცა დღეისათვის ეკონომ-კლასში პირდაპირი ავიარეისის ბილეთის ფასი 2270 დოლარია, ხოლო ბიზნეს-კლასში - 6614 დოლარი.
ფასების შედარებისათვს პერტადან ლონდონის მიმართულებით ეკონომ-კლასის ავიაბილეთის ფასი Singapore Airlines-ის ბორტზე, გადაჯდომით, 4843 დოლარია.