პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ჩავიდა.
მან ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, წილკანში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.