უკრაინულ ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან ერთ წელში ირლანდიური „ლოუ-კოსტერი Ryanair-ი 1 მლნ მგზავრის გადაყვანას ვარაუდობს. აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკეთა, რომელიც უკრაინის აეროპორტებსა და Ryanair-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალს ესწრებოდა.
Ryanair-ი უკრაინის მიმართულებით, საუბარია ლვოვისა და ბორისპილოს აეროპორტებზე, კვირაში 32 რეისის განხორციელებას გეგმავს.
Ryanair-ი უკრაინულ ბაზარზე ოპერირებას ოფიციალურად ოქტომბრიდან შეუდგება.
უკვე გაწერილი განრიგების მიხედვით რეისები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:
ბოისპოლის საერთაშორისო აეროპორტში Ryanair-ი განახორციელებს ფრენებს ბარსელონადან, ბრატისლავადან, გდანსკიდან, ვილნიუსიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, პოზნანიდან, ვროცლავიდან, სტოკჰოლმიდან და ვარშავადან.
რაც შეეხება ლვოვს, ლვოვის აეროპორტში Ryanair-ი რეისებს განახორციელებს დიუსელდორფიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, მიმინგენიდან და ვარშავადან.