კრასნოიარსკის მხარეში, ქალაქ იგარკას აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, 4 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მხარის გუბერნატორმა მიიღო.
გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს დაჰპირდა, რომ საკომპენსაციო თანხასთან ერთად, (2 მილიონი რუბლი) მხარის ბიუჯეტიდან მატერიალურ დახმარებას მიიღებენ.
მისივე განცხადებით, დაღუპულების ნათესავებს საშუალება ექნებათ კრასნოიარსკიდან ქალაქ იგარკაში დაუბრკოლებლად ჩავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით, რუსეთში კრასნოიარსკის მხარეში, ქალაქ იგარკაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. ავიაკატასტროფა სამგზავრო თვითმფრინავმა ან-24-მა განიცადა, ბორტზე სულ 15 ადამიანი - 4 ეკიპაჟის წევრი და 11 მგზავრი იმყოფებოდა..
გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდომისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უბედური შემთხვევა ძლიერი ნისლის გამო მოხდა.