რუსეთში კრასნოიარსკის მხარეში, ქალაქ იგარკაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. ავიაკატასტროფა სამგზავრო თვითმფრინავმა ან-24-მა განიცადა, ბორტზე სულ 15 ადამიანი - 4 ეკიპაჟის წევრი და 11 მგზავრი იმყოფებოდა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდომისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც აღნიშნული საქმის გამოძიება დაევალა. უკვე იპოვეს თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთიც, რომელსაც ექსპერტები შიფრავენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უბედური შემთხვევა ძლიერი ნისლის გამო მოხდა.
ცნობისათვის, ავიაკატასტროფა განცდილი თვითმფრინავი, ან-24 კომპანია "კატეკავია"-ს ეკუთვნოდა.