პოლონეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის ინაუგურაცია 6 აგვისტოს გაიმართება.
პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური ინტერნეტგვერდის ინფორმაციით, ინაუგურაცია გაიმართება მას შემდეგ რაც 3 აგვისტოს პოლონეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად გამოცხადდება.
საზეიმო ღონისძიების გეგმის თანახმად, 6 აგვისტოს დილით, პოლონეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს სეიმისა და ქვეყნის სენატის წინაშე, პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე. იმავე დღეს ვარშავის არქიკათედრაში გაიმართება ღვთისმსახურება და პოლონეთის აღორძინებისა და თეთრი არწივის ორდენების გადაცემა კომოროვსკისათვის ვარშავაში მდებარე სამეფო სასახლეში.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას პოლონეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი 15 აგვისტოს გადაიბარებს _ პოლონეთის არმიის დღის აღნიშვნაზე.
შეგახსენებთ, რომ ბრონისლავ კომოროვსკიმ იაროსლავ კაჩინსკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოუგო. მეორე ტურში კომოროვსკის ხმა 53 % მისცა, კაჩინსკის კი 47 %.