ჩრდილოეთ ჩინეთში წყალდიდობების და მეწყერების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მიმდინარე კვირაში ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს, რადგან მეტეოროლოგები კვლავ ძლიერ წვიმებს ვარაუდობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დოისთვის ჩრდილოეთ ჩინეთში 600,000 -მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ჩინეთის შესაბამისი სტრუქტურის ოფიციალური პირის განცხადებით, ამ რეგიონში მსგავსი წყალდიდობა არ ახსოვთ.
"ეს წყალდიდობა უპრეცენდენტოა", - განაცხადა ჩინელმა მაღალჩინოსანმა.
ცნობისათვის, ივნისიდან მოყოლებული წყალდიდობების და მეწყერების გამო ჩინეთმა 9.15 მილიონი იუანი (1.35 მილონი აშშ დოლარი) იზარალა.