რუსეთში გამართული საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა ჯამში 135 ოპოზიციის აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი. ასევე, სერგეი უდალსტოვი მემარცხენე ოპოზიციური ჯგუფის ლიდერი. საპროტესტო აქციები რუსეთის ფედრაციის მასშტაბით, 10 ქალაქში გაიმართა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში გამართულ მიტინგში 200 ადამიანი მონაწილეობდა.
მოგვიანებით, გათავისუფლებულმა ბორის ნემცოვმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სდებდნენ ბრლს.
ცნობისათვის რუსული ოპოზიციური ძალები ყოველი თვის 31 რიცხვში, სიმბოლურად კონსტიტუციის 31-ე მუხლს აპროტესტებენ - ისინი მასობრივი შეკრებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას ითხოვენ.