დღეს, ნიდერლანდებს ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცები გამოჰყავს. ამის შესახებ ავღანეთში ნიდერლანდების სამხედრო კონტინგენტის გენერალ პიტერ ვან უმზე დაყრდნობით, უცხორი მედიასაშუალებები იუწყებიან.
ჰოლანდიელი ჯარისკაცები ავღანეთის პროვინცია ურუზგანს ტოვებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ადგილს ამერიკელი და ავსტრალიელი ჯარიკაცები დაიკავებენ.
ცნობისათვის, ავღანეთის მისიაში (ISAF) ჰოლანდიელებმა სულ 20 სამხედრო დაკარგეს, დაიჭრა 140 ჯარისკაცი.