მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 95-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგეს.