პაკისტანის ტერიტორიაზე, სამი დღის განმავლობაში, წყალდიდობების შედეგად სულ მცირე 325 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან.
ქვეყანაში წყალდიდობები მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია. 25 ადამიანი დაიღუპა ქაშმირის რაიონში, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციაში, წყალდიდობამ 291 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 100-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლებამ სხვადსხვა პროვინციებიდან 400,0000-დე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
მოვარდნილმა წყლებმა სხვადსხვა სამთავრობო შენობები, სკოლები და ათსობით ჰექტარი ნათესებიც გაანადგურეს.