ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ხელვაჩაურში, ერთ-ერთ ვულკანიზაციაში რამდენიმე დღის წინ დაშავდა, კლინიკა ''მედინაში'' დღეს გარდაიცვალა.
როგორც "მედინაში" აცხადებენ, გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად გაკვეთა აუცილებელია, თუმცა, ოჯახის წევრები ცხედარს გაკვეთაზე უარს ამბობენ.
კლინიკასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ერთ-ერთ ვულკანიზაციაში საბურავის გახეთქვის შედეგად მამაკაცი 27 თებერვალს დაშავდა.