ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთ-ერთ ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.