შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ კურცობზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.