ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მონადირეთა მაღაზიას მოედო.
თვითმხილველის ინფორმაციით. მაღაზიაში აფეთქების ხმა იყო, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მაღაზია სრულადაა დამწვარი, მეპატრონე კი, დაშავებულია. მას სახის დამწვრობა აქვს მიღებული.
"ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც დაშავებულს პირველად დახმარებას უწევენ.
ხანძარი ლოკალიზებულია", - წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.