საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის 3-ე კმ-ზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ დეპარტამენტიდან აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.