კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთით, ბანდუნდუს პროვინციის ერთ-ერთ მდინარეში, ხომალდის ჩაძირვას 138 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ "როიტერი" ქვეყნის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი არასწორად იყო აგებული, ხოლო ბორტზე მყოფმა ადამიანებმა ცურვა არ იცოდნენ.